2024 წელს სომხეთი ОДКБ-ს საქმიანობას არ დააფინანსებს
სომხეთმა უარი თქვა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე.
ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა.
საყურადღებოა, რომ სომხეთის საგარეო უწყების განცხადება წინ უძღვის ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრას, რომელიც საღამოს საათებში კრემლში გაიმართება.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ფაშიანიანი და პუტინი შეხვედრაზე ქვეყნებს შორის დაგროვილ საკითხებს განიხილავენ, რაც მისი სიტყვებით "მოხსნის ნეგატიურ ნიუანსებს 2 ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებში."
კონტექსტი
თებერვლის მიწურულს სომხეთმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ გამოაცხადა. ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი 2022-22 წლებში განვითარებული მოვლენებია, როდესაც ორგანიზაციებამ არ შეასრულა ერევანის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
"ჩვენ ეხლა ვითხოვთ, ველოდებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში",- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა.
"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის ომის დროს ორგანიზაციამ გამოთქვა მზაობა ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტის გასაგზავნად, თუმცა მისთვის გაუგებარია ორგანიზაციის მიერ არჩეული ნეიტრალიტეტი, როდესაც სომხეთი მისი წევრია.