21 მარტს ჰუმანიტარული დერეფნებით 8000 უკრაინელის ევაკუაცია მოხდა
ათასობით უკრაინელმა 21 მარტს ჰუმანიტარული დერეფნებით ისარგებლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.
"დღეს ჰუმანიტარული დერეფნებით 8057 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, აქედან 3007 მარიუპოლიდან ზაპოროჟიეში გადავიდა, კიევის რეგიონში 4750 ადამიანია ევაკუირებული, ვორცელსა და ბუჩაში კი ჰუმანიტარული დახმარება შევიტანეთ", - წერს ის.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ თქვა, რომ ლუჰანსკის რეგიონში კიდევ 300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა "დერეფნებით ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან და გორსკოედან - ბახმუტამდე".