ABC News: ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

დონალდ ტრამპზე თავდამსხმელია ლიკვიდირებულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ ABC News პენსილვანიის იმ ოლქის პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც აშშ-ს 45-ე პრეზიდენტზე თავდასხმა მოხდა. 

წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელის გარდა, მოკლულია ერთი თვითმხილველი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაჭრილი თვითმხილველის შესახებ. 

კონტექსტი 

პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან. 

ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.

მალევე გავრცელდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შტაბის განცხადება, რომლის მიხედვითავ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები