ახმატის მეთაური: წვევამდელები უნდა შეეგუონ ბედს, ისინი სამოთხეში მოხვდებიან
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმ ახმატის მეთაური აკრიტიკებს რუსი წვევამდელების მშობლებს, რომლებიც ეწინააღმდგებიან შვილების მონაწილეობას საომარ მოქმედებებში.
ამის შესახებ აპტი ალაუდინოვმა ვიდეო მიმართვა საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა.
"ამ ბოლო დროს ვხედავთ სურათს, უკმაყოფილებას, წუწუნს იმასთან დაკავშირებით, რომ წვევამდელებმა არ უნდა იომონ. და საერთოდ რატომ იმყოფებიან წვევამდელები კურსკის ოლქში? მეგობრებო თუ კი თქვენი 18 წლის შვილები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში იმყოფებიან და არიან ჩვეულებრივი სამხედრო მოსამსახურეები და არ უნდა დაიცვან მამული მაშინაც კი როდესაც მოწინააღმდეგე ჩვენს ტერიტორიაზე დაგვესხა თავს - მე თქვენთან ერთი კითხვა მაქვს - ამ შემთხვევაში რაში ჭირდებით თქვენ და თქვენი შვილები ქვეყანას?"
ამასთანავე ალაუდინოვის თქმით, ესმის იმ მშობლების, რომლებიც შვილების დაბალი ანაზღუარებით არიან უკმაყოფილოები და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტზე ხელმოწერით.
"არ არის საჭირო 18 წლის კაცების, წვევამდელებისგან, ბავშვებად წარმოჩენა, რომლებსაც საწოვარა უნდა მივცეთ და უნდა დავაძინოთ. ის ისეთივე მებრძოლია, როგორც ჩვენ"- ამბობს ალაუდინოვი.
ახმატის მეთაურმა ასევე გაიხსენა ვლადიმირ პუტინის დაპირება, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში წვევამდელები არ იქნებიან - "მაგრამ დღეს ომია, მტერი ჩვენთან მოვიდა, დღეს ყველანი მოწყობაზე უნდა ვიდგეთ, დიდი და პატარა. არავინ მოკვდება, ვისაც სიკვდილი არ უწერია, მაგრამ თუ შენ მოკვდები სამშობლოს დაცვის დროს შენ სამოთხეში მოხვდები. რა შეიძლება იყოს უკეთესი."
კონტექსტი
კურსკის ოლქში დაწყებული იერიშის ფარგლებში უკრაინულმა დანაყოფების მიერ დატყვევებული რუსი სამხედროების უმეტესობა წვევამდელები აღმოჩნდნენ, რომლებიც სავალდებულო სამსახურს საზღვრისპირა ზოლში იხდიდნენ.
Washington Post-ის ცნობით, საუბარია მინიმუმ 250 წვევამდელზე, რომლებიც უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ.
ვლადიმირ პუტინის დაპირების მიუხედავად გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კურსკიდან ევაკუირებულ წვევამდელებს კვლავ საომარი მოქმედებების ზონაში გაგზავნიან.