საზღვრიდან ევაკუირებულ რუსს წვევამდელებს კვლავ ფრონტზე გაგზავნიან
კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დაწყების შემდეგ სასაზღვრო რაიონებიდან ევაკუირებულ რუსს წვევამდელებს კვლავ ფრონტზე გაგზავნიან.
ამის შესახებ გამოცემა Вёрстка წვევამდელებსა და მათი ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, წვევამდელებს მუქარით აიძულებენ ხელი მოაწერენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან.
წყაროების ცნობით, ქალაქ კურსთან ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში 150 წვევამდელი შეკრიბეს მათ, განუმარტეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის ხელის მოწერაზე უარის შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ მაინც გაგზავნიდნენ ფრონტზე, ხოლო ხელის მოწერით ფინანსურ ბონუსებს მაინც მიიღებდნენ.
ერთ-ერთი წვევამდელის დედის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყველა ხერხით ცდილობს წვევამდელების შენარჩუნებას და ისეთი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელიც უწყებას მისცემს უფლებას წვევამდელები მათი პრეფერენციების მიხედვით გამოიყენოს.
რუსი წვევამდელების დედებმა შვილების საომარი მოქმედებების ზონიდან ევაკუაციის მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს, რომელსაც ამ დროისთვის 7 ათასამდე ხელმოწერა აქვს.