ამერიკა ავღანეთში 64 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში 64 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის.

დახმარებას ავღანეთი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან, გაეროს და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით მიიღებს.

წინა კვირაში გაერომ განაცხადა, რომ მილიონობით ავღანელს შიმშილი და პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტი ემუქრება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ავღანეთის მეზობელ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ ლტოლვილებისთვის საზღვრები არ ჩაკეტონ.

აშშ ავღანეთიდან გამოსვლამდე, ქვეყანაში დღეში 300 მილიონ დოლარს ხარჯავდა.

ბაიდენის ადმინისტრაციას თალიბანი ჯერ ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ უღიარებია.

 

 

მსგავსი სიახლეები