ამერიკამ თავის მოქალაქეებს მოუწოდა რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ
ამერიკის საელჩო მოსკოვში აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ რუსეთი. ამის შესახებ 28 სექტემბერს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
"21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად თავისი მოქალაქეების შეიარაღებულ ძალებში მობილიზება დაიწყო. რუსეთს შეუძლია უარყოს ორმაგი მოქალაქეებისთვის აშშ-ის მოქალაქეობის აღიარება, უარი თქვას აშშ-ს საკონსულო დახმარებაზე, ხელი შეუშალოს მათ რუსეთის დატოვებაში და გაიწვიოს ორმაგი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში", - ნათქვამია განცხადებაში.
მობილიზაციასთან დაკავშირებით, საელჩო რეკომენდაციას უწევს აშშ-ის მოქალაქეებს უარი თქვან რუსეთში გამგზავრებაზე, ხოლო ვინც ამჟამად ცხოვრობს ან მოგზაურობს რუსეთის ფედერაციაში, დაუყოვნებლივ დატოვოს ქვეყანა.