ამერიკაში კორონავირუსით 900 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამერიკაში კორონავირუსით 900 000 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებში ვკითხულობთ.

2 თვეზე ნაკლებ დროში, ომიკრონ ვარიანტის გავრცელების შედეგად ამერიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

"დღეს ჩვენმა ერმა ტრაგიკულ ნიშნულს მიაღწია - 900 000 ამერიკელი გარდაიცვალა Covid-19-ით. ისინი იყვნენ დედები და მამები, ბებიები და ბაბუები, შვილები, ძმები და დები, მეზობლები და მეგობრები. ყოველი სული შეუცვლელია." - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის მოსახლეობის 64% სრულად არის აცრილი.

ამერიკა კორონავირუსის ახალი შემთხვევებით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ბოლო კვირაში, აშშ-ში 100 000 ადამიანზე 15 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები