ამერიკის პრეზიდენტი არქტიკის ელჩს დანიშნავს
აშშ-ს პრეზიდენტი არქტიკის რეგიონში სპეციალურ წარმომადგენელს დანიშნავს.
„არქტიკის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
არქტიკას რვა სახელმწიფო ესაზღვრება - კანადა, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი და აშშ.
ვაშინგტონის რეაქცია რეგიონში რუსეთის სამხედრო მისიის გააქტიურებას მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვმა პოლარულ წრეში საბჭოთა კავშირის დროინდელი ასეულობით ბაზა აღადგინა.
არქტიკაში გეოპოლიტიკურ ამბიციებს არ მალავს ჩინეთიც. პეკინი მინერალებით და ენერგორესურსებით მდიდარ რეგიონში „პოლარულ აბრეშუმის გზაზე“ საუბრობს.