ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის $14 მილიარდის დახმარება დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 14.3 მილიარდი დოლარის გადაუდებელი დახმარების კანონპროექტი დაამტიკცა.
ამის შესახებ CNN წერს.
კანონპროექტი უკრაინის დახმარებას არ მოიცავს. მას მხარი პალატის 226-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 196 იყო.
კონტექსტი
ორშაბათს, რესპუბლიკელებმა პალატაში ცალკე კანონპროექტი წარადგინეს, მხოლოდ ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ. ეს ახალი სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა.
დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონსონის კანონპროექტი გააკრიტიკეს და უკრაინისა და ისრაელის დახმარების გაერთიანება მოითხოვეს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ არ გამორიცხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაძლოა ვეტო დაადოს ბიუჯეტის კანონპროექტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავს.