ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები უკრაინას რუსი ჰაკერების მოგერიებაში ეხმარებიან - WaPo
მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები უკრაინას რუსი ჰაკერების თავდასხმის მოგერიებაში ეხმარებიან, წერს გამოცემა Washington Post-ის ავტორი დეივიდ იგნატიუსი.
იგნატიუსის მტკიცებით, ომის პირველი დღიდან რუსეთი უკრაინის ინტერნეტ-ქსელზე იერიშის მიტანას ცდილობდა.
„კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობის, დასავლური დაზვერვის და საკუთარი პროგრამისტების წყალობით უკრაინამ მიყენებული ზიანის დიდი ნაწილის სწრაფად აღმოფხვრა შეძლო“, - წერს Washington Post-ის ავტორი.
მისი თქმით, ისეთმა ტექნოგიგანტებმა, როგორიცაა Microsoft-ი და Google-ი, კიევისთვის კიბერ-უსაფრთხოებაში დახმარების გაწევა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაიწყეს.
ჯამში Microsoft-მა უკრაინისთვის 239 მილიონი დოლარის ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაიღო.
უკრაინისთვის საკვანძო მნიშვნელობის აღმოჩნდა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის მიერ გადაცემული თანამგზავრული ინტერნეტის სისტემა Starlink-ის ტერმინალები.
Starlink-ის წყალობით, უკრაინელები ინტერნეტ-კავშირგაბმულობის შენარჩუნებას კონფლიქტის ზონებშიც ახერხებენ.