ანა ფოტიგა: თუ Nord Stream 2-ის მშენებლობა დასრულდება, ის არ უნდა ამოქმედდეს

ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა ტვიტერზე Nord Stream 2-ის მშენებლობის დასრულებაზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშიდან ციტატას აქვეყნებს.

“Nord Stream 2-ის მშენებლობა ზრდის რუსეთის დომინაციის რისკებს და ევროკავშირის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. ეს სისულელე დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და თუ მისი მშენებლობა დასრულდება [გაზსადენი] არ უნდა ამოქმედდეს”, - ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში.

__________________________

დღესვე ცნობილი გახდა, რომ Nord Stream 2-ზე ჯო ბაიდენმა და ანგელა მერკელმა კვლავ ვერ მიაღწიეს თანხმობას. 

რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას აშშ ეწინააღმდეგება, ამ საკითხზე ქვეყანაში მყარი ორპარტიული კონსენსუსი არსებობს. მიუხედავად ამისა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გაზსადენისთვის დაწესებული ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით მოხსნა. 

თუმცა, სანქციების გაუქმების მიუხედავად, ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენს ვლადიმირ პუტინის გეოპოლიტიკურ პროექტად მოიხსენიებს

მსგავსი სიახლეები