არაეფექტური სანქციები რუსეთს საშუალებას აძლევს დრონების კომპონენტები შეიძინოს - ISW
ირანში შეიარაღების კომპონენტების შესვლის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების წარუმატებლობამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო რუსეთს, გვერდი აუაროს დასავლეთის სანქციებს და შეიძინოს ამერიკული კომპონენტები ირანული საბრძოლო დრონებისთვის. ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) 6 თებერვლის ანგარიშში ვკითხულობთ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი და ირანი რუსეთის ტერიტორიაზე ირანული დრონების ქარხნის აშენებას გეგმავენ.
ირანმა 2022 წლის მაისში ტაჯიკეთში უკვე გახსნა უპილოტო საფრენი აპარატების ქარხანა. ISW-ის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთს შეუძლია ტაჯიკეთთან თავისი ეკონომიკური კავშირები დრონების კომპონენტების "გასათეთრებლად" ან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით შესაძენად გამოიყენოს.
ბრიტანულმა საგამოძიებო ჯგუფმა Conflict Armament Research-მა განაცხადა, რომ უკრაინაში ჩამოგდებული ირანული Shahed-131-ების, Shahed-136-ების და Mohajer-6-ების 82%-ს აშშ-ში წარმოებული ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა კომპონენტები ჰქონდა.
ჩამოგდებული ირანული დრონების დასავლური კომპონენტების უმეტესი ნაწილი 2020-დან 2021 წლამდე იყო წარმოებული. მას შემდეგ, რაც 2020 წელს ირანის წინააღმდეგ მძიმე იარაღზე გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ვადა ამოიწურა.
დასავლური კომპანიების უმეტესობამ, რომელთა კომპონენტებიც უკრაინაში ჩამოგდებულ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებში აღმოაჩინეს, ომის დაწყების შემდეგ კომპონენტების რუსეთისთვის, ირანისთვის ან ბელორუსისთვის პირდაპირი მიყიდვა უარყვეს.