აშშ არ აპირებს დათანხმდეს რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს ზავისთვის

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯერჯერობით არ განიხილავს რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნებს, რომელიც კრემლმა 30-დღიანი ზავის აუცილებელ წინაპირობებად წამოაყენა. 

ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებაზე 30-დღიანი სრულფორმატიანი ზავის სანაცვლოდ, რომელსაც უკრაინული დელეგაცია 11 მარტს, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უპირობოდ დასთანხმდა - პუტინმა უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერება მოითხოვა. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტრამპის გარემოცვაში სურთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 20 აპრილისთვის მიაღწიონ - ამ დღეს მართლმადიდებლური და კათოლიკური შობა აღინიშნება. 

 

  • ამასთანავე, ტრამპთან აღიარებენ, რომ მხარეებს შორის არსებული სხვაობების ფონზე, შესაძლოა თარიღები შეიცვალოს - მით უფრო, რომ კრემლი არ ჩქარობს საომარი მოქმედებების შეჩერებას და გასულ დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვები უფრო ინტენსიურია. 


  • დონალდ ტრამპმა გასულ დღეებში რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ მხარეები ახლოს არიან ზავის შეთანხმებასთან - 22 მარტს ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ესკალაციის რისკი უკვე მეტნაკლებად კონტროლირებულია."

  • "თეთრი სახლი ჯერჯერობით არ თანხმდება რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს - უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერებას, თეთრ სახლს არ დაუწესებია არანაირი შეზღუდვები"- ნათქვამია მასალაში. 

Big Picture: 18 მარტს გამართულ სატელეფონო საუბარში პუტინმა უარი თქვა ტრამპის წინადადებაზე და სრული ზავის სანაცვლოდ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო დახმარებისა და ქვეყანაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა. 

  • ტრამპი და პუტინი ნაწილობრივ ზავზე შეთანხმდნენ, რომელიც ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეჩერებას გულისხმობს. 
  • პუტინთან გამართული საუბრის შემდეგ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ ეს საკითხი რუს კოლეგასთან საუბარში არ განხილულა. 

    "ვფიქრობ, რომ შესანიშნავი საუბარი გვქონდა, რომელიც თითქმის 2 საათი გაგრძელდა. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრ რამეზე, სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, ასევე, ვისაუბრეთ სხვა რაღაცებზე, მაგრამ ეს საკითხი (რედ. უკრაინის სამხედრო დახმარება) არ განგვიხილავს."

  • საყურადღებოა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების მორატორიუმის იდეა თავდაპირველად კიევმა გააჟღერა - დასავლური მედიის ცნობით, გასული წლის ზაფხულში მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა, ინიციატივა კურსკში უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიბლოკა. 

Context: მიმდინარე კვირას საუდის არაბეთში დაიწყება რუსეთისა და უკრაინის არაპირდაპირი მოლაპარაკებები, კრემლის ცნობით, საუბარი იქნება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენაზეც.

მსგავსი სიახლეები