აშშ და იაპონია კუნძულ ჰოკაიდოზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აშშ და იაპონია კუნძულ ჰოკაიდოზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. წვრთნებში იაპონელ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები, საუბარია სულ 4 ათასამდე ჯარისკაცზე.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Nikkei ავრცელებს.
გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებული რუსეთთან მზარდი დაძაბულობისა და ჩინეთის სამხედრო პოტენციალის შესამჩნევი ზრდის ფონზე.
დაძაბულობის კიდევ ერთ ფაქტორს წარმოადგენს კურილიის კუნძულების დავა, რომელიც რუსეთთან მეორე მსოფლიოს დასრულების შემდეგ გრძელდება.
პირველად ბოლო 19 წლის განმავლობაში იაპონიამ საგარეო პოლიტიკის ძირითად დოკუმენტში კურილიის კუნძულები ოკუპირებულად გამოაცხადა.
ამავდროულად რეგიონში სამხედრო ძალისხმევის გააქტიურების შესახებ გამოაცხადა აშშ-ს უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა, ადრიენა უოტსონთან.
მისი თქმით, საუბარია სამხედრო თანამშრომლობის ზრდაზე წყნარი ოკეანის პარტნიორ ქვეყნებთან - ავსტრალიასთან, იაპონიასთან და ახალ ზელანდიასთან.
ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება და რეგიონის დემოკრატიული სახელმწიფოების აღშფოთება გამოიწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და სოლომონის კუნძულებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიულმა ხელშეკრულებამ.
შეთანხმების მიხედვით ჩინეთს ავსტრალიიდან არც თუ დაშორებულ სოლომონის კუნძულებზე სამხედრო ბაზის განთავსება შეუძლია.
გარდა ამისა 18 აპრილს ჩინეთმა ტაივანის სანაპიროებთან მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნების დაწყება გამოაცხადა.