აშშ და საამიროები უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებას განიხილავენ - Axios
აშშ და გაერთიანებული საემიროები სტრატეგიული უსაფრთხოების გაფორმებაზე მსჯელობენ, წერს გამოცემა Axios-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
შეთანხმების შედეგად საამიროებმა ვაშინგტონისგან უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება მიიღოს.
გასულ კვირაში აბუ დაბიში ჩავიდა თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის საკითხების კურატორი ბრეტ მაკგერკი, რომელმაც, სავარაუდოდ, შეთანხმების წინასწარი ტექსტი ჩაიტანა.
მოლაპარაკებები გასულ წელს, ნოემბერში დაიწყო. თუმცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იანვარში, აბუ დაბის ინფრასტრუქტურაზე იემენელი აჯანყებულების მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ დაიძაბა.
საამიროები მიიჩნევს, რომ აშშ-ს, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირედ ითვლება, უფრო „მყისიერი“ რეაქცია უნდა გამოეჩინა.
ასევე აბუ დაბი იმედგაცრუებულია იმით, რომ აშშ-ს იემენელი ჰუსიტები ტერორისტების სიაში არ შეჰყავს.
გამოცემის ინფორმაციით, აპრილში საამიროების მმართველ მუჰამად ბინ ზაიდთან შეხვედრის დროს მას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგვიანებული რეაქციის გამო „მოუბოდიშა“.
საამიროებს მსგავსი ტიპის შეთანხმება უკვე აქვს გაფორმებული საფრანგეთთან, რომელიც პარიზს მოკავშირისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ავალდებულებს.