აშშ ევროკავშირისთვის თხევადი გაზის მიწოდებას გაზრდის
ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად აშშ ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტს გაზრდის.
ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ დასავლელმა ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს.
შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს.
ცოტა ხნის წინ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი სპარსეთის ყურის ქვეყნებში იმყოფებოდა, სადაც კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიან შეთანხმებას მიაღწია.
რუსეთი ევროკავშირისთვის ენერგომატარებლების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად რჩება.
რუსეთიდან ევროპელები მოხმარებული გაზის 40 %-ს იღებენ.