აშშ-ის ახალმა ელჩმა უკრაინაში მისი ხუთი პრიორიტეტი დაასახელა
კიევში აშშ-ის ახალმა ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა Oбщественный-თან ინტერვიუში, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა, ახალ თანამდებობაზე მუშაობის პრიორიტეტები დაასახელა.
დიპლომატის თქმით, მან ეს საკითხები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 2 ივნისს განიხილა.
"ისინი საკმაოდ მარტივია: პირველი არის დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში და რუსეთის აგრესიის მოგერიებაში.
მეორე არის იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მხარდაჭერა, მივიდეს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
მესამე - ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ისინი, ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები.
მეოთხე - გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატების ფინანსური მხარდაჭერა - ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფული - არა მხოლოდ ახლა ეხმარება უკრაინას, არამედ ჩვენ მომავალში უკრაინის აღდგენასაც უზრუნველვყოფთ.
და ბოლოს, მეხუთე არის ჩვენი საელჩოს აღდგენა და ჩვენი ხალხისა და პროგრამების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება." - თქვა მან.
25 აპრილს ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში აშშ-ს ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დანიშნავდა.
ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა და მეორე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
2 ივნისს მან რწმუნებათა სიგელები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადასცა.