აშშ-მ 34 ფიზიკურ და 120 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
ამერიკამ 34 ფიზიკურ და 120-ზე მეტ იურიდიულ პირს რუსეთიდან და სხვა სახელმწიფოებიდან სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოთხშაბათს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს კომპანიებისა და ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარებიან, მათ შორის ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებაში და დასავლეთის ამჟამინდელი სანქციების გვერდის ავლაში.
სანქცირებულთა სიაში არიან: რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი, ტრანსპორტის ყოფილი მინისტრო და სახელმწიფო სატრანსპორტო სალიზინგო კომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი დიტრიხი.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა შემდეგ იურდიულ პირებს: "საერთაშორისო საინვესტიციო ბანკi", რომლის სათაო ოფისიც ბუდაპეშტშია, მოძრაობა "Юнармия", რუსული კომპანიები "Металлоинвест" და "Мегафон", ალიშერ უსმანოვის USM, ათობით სხვა რუსული და კვიპროსული, ოთხი თურქული და ერთი ჩინური კომპანია - China Head Aerospace Technology, რომელიც ეჭვმიტანილია ევგენი პრიგოჟინთან კავშირში.