აშშ-მა ჰუსიტების ობიექტებზე იერიში B-2 ტიპის ბომბდამშენებით მიიტანეს

ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს პრო-ირანული ჰუსიტების წინააღმდეგ იემენში.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, დაიბომბა 5 მიწისქვეშა საცავი, სადაც დაჯგუფება იარაღს ინახავდა კომერციულ და სამხედრო გემებზე თავდასხმებისთვის. ამერიკელმა სამხედროებმა ეს ობიექტები 16 ოქტომბერს დაბომბეს.

“ეს არის შეერთებული შტატების შესაძლებლობების უნიკალური დემონსტრაცია, მიუხედავად დაცულობისა და მიწისქვეშ სიღრმისა, მიიტანოს იერიშები ობიექტებზე, რომელთა მიუწვდომლობას მოწინააღმდეგე გამუდმებით ცდილობს” - განაცხადა ოსტინმა.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მიხედვით, მიწისქვეშა ობიექტებში ჰუსიტები ინახავდნენ რაკეტებს, იარაღის კომპონენტებს და სხვა საბრძოლო მასალებს, რომლებსაც წითელ ზღვასა და ადენის სრუტეში სამხედრო და სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ.

მსგავსი სიახლეები