აშშ-მა სანქციები მოუხსნა 140 მილიონ ბარელ ირანულ ნავთობს

შეერთებული შტატების ხაზინამ სანქციებისგან გაათავისუფლა საექსპორტოდ გამზადებული ირანულ ნავთობი საქნციებისგან გაათავისუფლა - ამგვარად ტრამპის ადმინისტრაცია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე წნეხის შემსუბუქებას ცდილობს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ თავდაპირველად ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

  • საუბარია 140 მილიონ ბარელ ნავთობზე, რომელიც უკვე დატვირთულია ირანულ ტანკერებზე. 
  • ბესენტის თქმით, ირანს გადაწყვეტილებისგან ფინანსური სარგებლის ნახვა "ძალიან გაუჭირდება" რადგანაც აშშ ინარჩუნებს ყველა ფინანსურ სანქციას, რომელიც ირანს არ აძლევს წვდომას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე. 

ჩაშლილად: ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ ნავთობის უმეტესობა ისედაც ჩინეთში მიემართებოდა, ხოლო სანქციების მოხსნა მისცემს საშუალებას რეგიონის სხვა ქვეყნებსაც შეიძინონ ირანული ნავთობი. 

  • ეს არის პირველი შემთხვევა ტრამპის 2 საპრეზიდენტო ვადის პირობებში, როდესაც მისმა ადმინისტრაციამ ირანზე მაქსიმალური წნეხის პოლიტიკას გადაუხვია. 

კონტექსტი: ტრამპის ადმინისტრაციისთვის მთავარი პრობლემა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა, რომლის გავლითაც ყოველდღიურად ნავთობის გლობალური ექსპორტის 20% მოძრაობდა. 

  • ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ნავთობის საერთაშორისო ფასები მკევთრად გაიზარდა და პირველად უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. 
  • ნავთობის ფასებზე წნეხის შესამსუბუქებლად ტრამპის ადმინისტრაციამ 1 თვით გააუქმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები და ბაზარზე გამოიტანა სტრატეგიული რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი.

მსგავსი სიახლეები