აშშ-მექსიკის საზღვარზე 1500 ამერიკელი ჯარისკაცი გადაისროლეს
აშშ მექსიკის საზღვარზე 1500 ჯარსკაცს აგზავნის, რათა მის სამხრეთ საზღვარზე მიგრანტების ნაკადების მოსალოდნელი ზრდამდე უსაფრთხოების ნორმები გაამკაცროს. ამის შესახებ BBC წერს.
ამ გადაწყვეტილებამდე, მთავრობამ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 2500 ჯარისკაცი გაგზავნა, რომლებიც უკვე ადგილზე არიან, რათა მხარი დაუჭირონ სასაზღვრო აგენტების მუშაობას.
ამერიკის ხელისუფლება მიგრანტების რაოდენობის მკვეთრ ზრდას ელის.
დამატებითი სამხედრო პერსონალი საზღვარზე 90 დღის განმავლობაში დისლოცირდება, რათა აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების რიგები შეავსონ.
ისინი არ შეასრულებენ სამართალდამცავ ფუნქციებს, მაგრამ დაეხმარებიან მიგრანტების ტრანსპორტირებაში, ნარკოტიკების აღმოჩენაში, მონაცემთა ანალიზში და მომარაგებაში.
თავდაცვის დეპარტამენტის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი პერსონალი შეავსებს "კრიტიკული შესაძლებლობების ხარვეზებს."
პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა სამშაბათს მედიას განუცხადა, რომ თავდაცვის დეპარტამენტი 2006 წლიდან ყოველწიურად უჭერდა მხარს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს სამხრეთ საზღვარზე კრიზისის დაძლევაში.
არალეგალი მიგრანტების რაოდენობა აშშ-ში 2021 ფისკალური წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი იყო, სულ მცირე, 1960 წლის შემდეგ. 2022 წელს კი აშშ-ში 2.76 მილიონზე მეტი უკანონო მიგრანტი შევიდა.