აშშ: პრიგოჟინი ბახმუტთან ახლოს არსებული საბადოებით არის დაინტერესებული
აშშ-ის ადმინისტრაცია თვლის, რომ ევგენი პრიგოჟინი ცდილობს გააკონტროლოს მარილისა და თაბაშირის მაღაროები ქალაქ ბახმუტთან, რისთვისაც სასტიკი ბრძოლა გრძელდება. ამის შესახებ 5 იანვარს, Reuters თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
ვაშინგტონს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ "ბახმუტით დაკავება ფინანსური მოტივებით არის განპირობებული", - თქვა წყარომ. ბახმუტთან ევროპაში უდიდესი მარილის საბადო - არტემოვსკოე მდებარეობს, რომლის ფართობიც 179 კვადრატული კილომეტრია.
ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა "ვაგნერი" აფრიკის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაში დაადანაშაულა, რასაც ორგანიზაცია უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს. CNN წერს, რომ კრემლი, სუდანის სამხედრო ხუნტასთან შეთანხმებით, ფარულად არის ჩართული ამ ქვეყანაში მოპოვებული ოქროს ექსპორტში.
ვაშინგტონის მონაცემებით, ომში გაგზავნილი თითქმის 50 000 "ვაგნერის" მებრძოლიდან, 4100-ზე მეტი დაიღუპა და 10 000 დაშავდა. მათგან 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი 2022 წლის ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე ბახმუტისთვის ბრძოლებში დაიღუპა.