აშშ რუსეთს აფრთხილებდა, რომ ტერორისტების სამიზნე კროკუს ჰოლი იქნებოდა - WaPo

ტერაქტამდე 2 კვირით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები რუს კოლეგებს აფრთხილებდნენ, რომ ტერორისტების შესაძლო სამიზნე სწორედ კროკუს ჰოლის საკონცერტო დარბაზი იქნებოდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ამგვარი სიზუსტე კიდევ ერთხელ მეტყველებს ამერიკული მხარის თავდაჯერებაზე იმის შესახებ, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებელ სწორედ ისლამური სახელმწიფო იყო. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა გაზეთის პუბლიკაციის კომენტირებაზე. რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსის, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მათ მართლაც მიიღეს ინფორმაცია ამერიკელი კოლეგებისგან, თუმცა ეს ცნობები ზოგად ხასიათს ატარებდა და არ იძლეოდა პრევენციულად მოქმედების საშუალებას. 

ნარიშკინის სიტყვებს ეჭვქვეშ აყენებს მარტის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, როდესაც კვლავ ამერიკელებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ქალაქ კალუგაში იმავე ხორასანის ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავა, რომლებიც სინაგოგაზე თავდასხმას გეგმავდნენ. 

ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ ФСБ-ს გაფართოებულ კოლეგიაზე ვლადიმირ პუტინმა, ამერიკის საელჩოს მიერ შესაძლო ტერაქტის შესახებ გაფრთხილებას "რუსეთის შანტაჟისა და დესტაბილიზაციის მცდელობა უწოდა."

კონტექსტი

ხორასანის ისლამური სახელმწიფოს განცხადების და პრაქტიკულად ეჭვმიუტანელი მტკიცებულებების მიუხედავად, კრემლი ამ დრომდე ცდილობს ტერაქტში უკრაინა დაადანაშაულოს. 

ე.წ. უკრაინულ კვლაზე საუბრობს ვლადიმირ პუტინი და მისი სპეცსამსახურების ხელმძღვანელები. 27 მარტს Bloomberg წერდა, რომ ამ მტკიცებების პუტინის უახლოეს გარემოცვაშიც არ სჯერათ. 

22 მარტს პოდმოსკოვიეს ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზზე ხორასანის ისლამურმა სახელმწიფოს თავდასხმას 140-ზე მეტი ადამიანი ემხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები