აშშ ვენესუელისთვის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწავლობს ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების საკითხს, რათა ბაზარზე დიდი რაოდენობით ნავთობი შემოვიდეს და რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 7 მარტს CNN-მა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
ჟურნალისტს წყარომ განუცხადა, რომ სანქციების შემსუბუქება არა მხოლოდ შეამცირებს "გლობალურ დამოკიდებულებას რუსულ ნავთობზე", არამედ სამხრეთ ამერიკაში მოსკოვი ერთ-ერთი მთავარ მოკავშირეს დაკარგავს.
CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებისთვის ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში გაემგზავრნენ.
2019 წლის იანვრის ბოლოს ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ნავთობკომპანია PDVSA-ს სანქციები დაუწესა.