აშშ-ს გენშტაბი: ჩინეთის შეიარაღებული ძალები 'საგრძნობლად' უფრო აგრესიულია
გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთის შეიარაღებული ძალები „საგრძნობლად“ უფრო აგრესიული და საშიში გახდა, განაცხადა აშშ-ს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა მარკ მილიმ.
გენერლის განცხადებით, ჩინეთი ამერიკული და სხვა მოკავშირე ქვეყნების სამხედრო თვითმფრინავების მიმართ სულ უფრო სახიფათო მანევრებს ატარებს.
აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაური ინდოეთის და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში ტურნეზე იმყოფება.
სააგენტო AP-ის ცნობით, მილი ინდონეზიელ, ავსტრალიელ და რეგიონის სხვა ქვეყნების სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ივლისში მილიმ გენშტაბს რეგიონში ჩინეთის და ამერიკის შეიარაღებული ძალების ინტერაქციის შესწავლა დაავალა.
წელს პეკინმა ტაივანის საჰაერო და საზღვაო ზონასთან სამხედრო აქტივობა განსაკუთრებით გაახშირა.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ინდოეთის და წყნარი ოკეანის აუზი თავის მთავარ გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ისინი არ დაუშვებენ რეგიონის ჩინეთის გავლენის ზონად გადაქცევას.