აშშ-ს თავდაცვის მდივანი: უკრაინას ომის მოგება შეუძლია
აშშ-ს თავდაცვის მდიავნ ლოიდ ოსტინს მიაჩნია, რომ "შესაბამისი დახმარების" პირობებში, უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვებას მიაღწიოს.
"გამარჯვების მისაღწევად პირველი ნაბიჯი არის რწმენა იმისა, რომ შეგიძლია გაიმარჯვო და მათ ჯერათ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. ჩვენ გვჯერა, რომ მათ შეუძლიათ გაიმარჯვონ, თუკი შესაბამისი აღჭურვილობა და სწორი მხარდაჭერა ექნებათ. ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენ შეგვიძლია" - განაცხადა ოსტინმა.
ლოიდ ოსტინი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კიევში კვირას, დაუგეგმავი ვიზიტით ჩავიდნენ.