აშშ: წითელ ზღვაში ჰუსიტების 12 დრონი და ხუთი რაკეტა ჩამოვაგდეთ
26 დეკემბერს, წითელ ზღვაში, ამერიკულმა გამანადგურებელმა USS Laboon-მა (DDG-58) და F/A-18 Super Hornet-ის გამანადგურებლებმა იემენელი ჰუსიტების 17 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს.
ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
"ამერიკულმა ძალებმა, მათ შორის USS Laboon (DDG-58) და USS Dwight D. Eisenhower-ის ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფიდან F/A-18-ებმა 12 დრონი, სამი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და ორი სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს სამხრეთ წითელ ზღვაში, რომელსაც ჰუსიტები 10 საათის განმავლობაში ბომბავდნენ," - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დაბომბვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათზე დაიწყო.
"ამ ტერიტორიაზე არც ერთი გემი არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა," - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ.