აშშ უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემას შეიძენს - Reuters
აშშ უახლოეს კვირაში უკრაინისთვის ხმელეთი-ჰაერი სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შესახებ განაცხადებს, წერს სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.
დახმარების პაკეტი საბრძოლო მასალის, სადაზვერვო რადარების და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემას მოიცავს.
ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა კიევისთვის დამატებით 700 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ განაცხადა.
უკრაინაში უკვე ჩავიდა ზალპური ცეცხლის სისტემა HIMARS, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალო მანძილზე საარტილერიო იერიშის მიტანის საშუალებას მისცემს.
დონბასის ფრონტზე საოკუპაციო ძალების მიერ არტილერიის და ავიაციის გამოყენების გაძლიერების ფონზე უკრაინა მძიმე შეიარაღების საჭიროებაზე საუბრობს.