ავსტრია: რუსულ გაზში ევროს გადავიხდით, სხვა მოლაპარაკება არ გვაქვს
ევროპაში პირველად გამოეხმაურნენ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიაში შემავალი ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსულ გაზი რუბლებში უნდა იყიდონ.
გაზპრომის ავსტრიული პარტნიორი OMV-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი რუსულ გაზში ევროს გადაიხდიან, ვინაიდან მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ არსებობს.
პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმურა გერმანიის საგაზო გაერთიანებაც - მათი თქმით გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.
საყურადღებოა, რომ გაზის შესყიდვის შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებებში განსაზღვრულია ანგარიშსწორების ვალუტაც. ამ ნაწილში ცალმხრივი ცვლილებები შესაძლოა ხელშეკრულებების შეწყვეტით ან სტოკჰოლმის კომერციულ არბიტრაჟში საჩივრით დასრულდეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელები.