პუტინი: ევროპელებს რუსული გაზის შესყიდვა რუბლში მოუწევთ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ე. წ. „არამეგობრულ ქვეყნებს“ - მათ შორის ევროკავშირს - ბუნებრივი აირის შესყიდვების განხორციელება რუსულ რუბლში მოუწევთ.
„ჩვენი საქონლის ევროკავშირის და ამერიკისთვის მიწოდება, მაშინ როცა გადახდების დოლარში და ევროში ხდება, აზრსმოკლებულია“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ამისთვის რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომს ევროპელ შემსყიდველებთან გაფორმებული კონტრაქტების შეცვლა მოსთხოვა.
რუსეთზე ევროკავშირის ბუნებრივი აირით მომარაგების 40 პროცენტი მოდის.
ევროკავშირში აქტიურად განიხილავენ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების ზომებს.