ავსტრიამ ბოლო ორ თვეში მესამე კანცლერი გამოიცვალა

 

ორშაბათს ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენის წინაშე ფიცი დადო.

„ვიმედოვნებ, რომ ახალი მთავრობა ხალხს პოლიტიკის მიმართ ნდობას დაუბრუნებს, რომელიც ბოლო კვირებში ბევრს შეერყა“, - განაცხადა ფიცის დადების ცერემონიაზე ქვეყნის პრეზიდენტმა.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ბოლო ორ თვეში ავსტრიის რიგით მესამე კანცლერია.

ნეჰამერი, მისი ორი წინამორბედის მსგავსად, კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის რიგებიდანაა.


ავსტრიის უკვე ყოფილი კანცლერი სებასტიან კურცი ოქტომბერში მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით დაწყებული გამოძიების გამო გადადგა.

კურცი მისი კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ჩაანაცვლა.

გასულ კვირაში კურცი ავსტრიის სახალხო პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც გადადგა და განაცხადა, რომ პოლიტიკის „საბოლოოდ დატოვებას“ აპირებს.

კურცის განცხადებას მალე მოქმედი კანცლერის, შალენბერგის გადადგომა მოჰყვა. მისი თქმით, კანცლერის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უნდა ეკავოს, თავად კი ამის სურვილი არ აქვს.

მსგავსი სიახლეები