ავსტრია რუსეთიდან გაზის იმპორტის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს
ბუნებრივი აირის იმპორტის მაღალი ფასების ფონზე, ავსტრია ცდილობს შეწყვიტოს მრავალწლიანი კონტრაქტი ავსტრიულ ენერგეტიკულ კომპანია OMV-სა და რუსულ Газпром-ს შორის.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
იმპორტის მაღალი ფასებისა და რუსეთთან თანამშრომლობის პოლიტიკური შედეგების ფონზე, ავსტრიის ხელისუფლება უფრო გადამწყვეტ ქმედებებს განიხილავს ქვეყნის იმპორტში რუსული გაზის წილის შესამცირებლად.
ავსტრიული სახელმწიფო კომპანია Газпром-თან ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულებას აპირებდა, რომელიც 2040 წლამდე უნდა მოქმედებდეს.
ავსტრიის ენერგეტიკის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა განაცხადა, რომ რუსეთის წილი ავსტრიის გაზის იმპორტში 2023 წლის დეკემბერში მკვეთრად, 98%-მდე გაიზარდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წილი ავსტრიის გაზის ბაზარზე დაუშვებლად დიდია.
"ბაზარი და ენერგეტიკული კომპანიები არ აკეთებენ საკმარისს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად და ჩვენი გაზის იმპორტის დივერსიფიკაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს," - თქვა გევესლერმა.
გევესლერმა განაცხადა, რომ მისმა სამინისტრომ ეკონომიკურ ანალიტიკურ ცენტრ Wifo-ს დაავალა, ზაფხულისთვის მოამზადოს კვლევა კონტრაქტის შეწყვეტის ეკონომიკური შედეგებისა და რუსულ გაზზე დამოკიდებულების შენარჩუნების საფრთხეების შესახებ.
ავსტრიის ენერგეტიკის სამინისტრო ასევე გეგმავს ავსტრიაში გაზის პროვაიდერი კომპანიები დაავალდებულოს, მიიღონ კონკრეტული ზომები მათ ბალანსებში რუსული გაზის წილის შესამცირებლად.