ავსტრიის კანცლერი კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაშია ეჭვმიტანილი

ავსტრიის კანცლერ სებასტიან კურცის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება კორუფციისა და ნდობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაიწყო.

6 სექტემბერს ავსტრიელმა სამართალდამცავებმა კანცელარიის, ფინანსთა სამინისტროსა და ავსტრიის სახალხო პარტიის (Österreichische Volkspartei) შენობები გაჩხრიკეს.

კურცი 2016 წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნისას, სახელმწიფო სახსრების საკუთარი პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენებაშია ეჭვმიტანილი.

„დარწმუნებული ვარ ყველა ბრალდება მცდარი აღმოჩნდება“, - განაცხადა კურცმა, და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებითაა აღძრული.

კურცის წინააღმდეგ საქმის აღძვრამ ბზარი გააჩინა მმართველ კოალიციაში, რომელშიც კურცის სახალხო პარტიასთან ერთად „მწვანეებიც“ ირიცხებიან.

პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგანგებო სესიის ჩანიშვნა მოითხოვეს და კურცს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდეს.

ავსტრიის 35 წლის ლიდერი მთავრობის მეთაურად 2020 წლის იანვარში აირჩიეს. მანამდე ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2017-19 წლებში იკავებდა.

მსგავსი სიახლეები