Axios: ტრამპმა გამოთქვა სურვილი გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა

ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს - წყაროების ცნობით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან გააქტიურებული სარაკეტო დარტყმების შესახებ. 

  • "ტრამპმა თქვა, რომ მას სურს უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რომ ის გადაამოწმებს თუ რა შეიარაღების გადაცემა დაპაუზდა, თუ კი რამე დაპაუზდა საერთოდ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო. 

  • გამოცემის უკრაინელი წყაროს ცნობით, პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ექსპერტთა გუნდების შეხვედრის ორგანიზებაზე, რომლის დროსაც განხილული იქნება უკრაინის საჭიროებები სხვადასხვა შეიარაღებაში. 

Big Picture: ტრამპთან გამართულ საუბარს "მნიშვნელოვანი და სასარგებლო" უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - უკრაინელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის.

  • "მადლიერი ვარ უკრაინის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ საჰაერო სივრცის დაცვაზე"- წერს ზელენსკი.

Break It Down:  აქამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო სისტემების შეძენაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან.

  • Der Spiegel-ის ცნობით, ამერიკელ პრეზიდენტს მერცისთვის კონკრეტული დაპირებები არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

Context: ზელენსკიმდე ტრამპი მეექვსედ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს - თითქმის 1-საათიანი საუბრის შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და ამით ბედნიერი არ არის."

 

მსგავსი სიახლეები