აზერბაიჯანი: სომხეთმა საზღვარზე დივერსია მოაწყო, ვახშობთ მათ საცეცხლე წერტილებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ბოლო 1 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.
უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნა სომხეთის მიერ სახელმწიფო საზღვარზე მოწყობილი დივერსიულ აქტს მოჰყვა.
"სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაშკესანში, ქელბაჯარისა და ლაჩინის გასწვრივ სასაზღვრო ზოლთან მსხვილმასშტაბიანი დივერსიული აქტი მოაწყვეს. რის შედეგადაც არის მსხვერპლი და დაზიანებული სამხედრო ტექნიკა",- ნათქვამია შეტყობინებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პასუხის მიზანია არ დაუშვას კონფლიქტის ზონის გაფართოება - "ვიღებთ აუცილებელ ზომებს, რათა ჩავახშოთ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილები და არ დავუშვათ კონფლიქტის არეალის და მასშტაბის გაფართოება".
კონტექსტი
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით 00 საათსა და 05 წუთზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი არტილერიიდან და უპილოტო საფრენი აპერატების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს სომხურ პოზიციების ქალაქების: ჯერმუკის, სოტკისა და გორისის მიმართულებით.