ბაიდენი ისრაელში ახლო აღმოსავლეთის ლიდერების სამიტის ჩატარებას გეგმავს - Axios
აშშ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერების სამიტის ჩატარებას გეგმავს, რომელიც ივნისის ბოლოს ისრაელში პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს დაემთხვევა, წერს გამოცემა Axios-ი ებრაულ წყაროებზე დაყრდნობით.
24 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრის დროს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
გასულ კვირას თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს ისრაელელი კოლეგა ეიალ ჰულატა შეხვდა.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ისრაელში რეგიონული სამიტის ჩატარება განიხილეს.
მარტში ნეგევის უდაბნოში ისტორიული შეხვედრა შედგა, რომელსაც სამი არაბულ ქვეყნის - ბაჰრეინის, მაროკოს და საამიროების - საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
2020 წელს აბრაამის შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ, რომელმაც არაბულ ქვეყნებთან ურთერთობების ნორმალიზაციას გაუხსნა გზა, ისრაელი რეგიონული კავშირების განმტკიცებას ცდილობს - ირანის გავლენის სფეროს საპირწონედ.
ბაიდენს ინაუგურაციის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტი ჯერ არ ჰქონია.
ანალიტიკოსების აზრით, რეგიონში ჩასვლით აშშ-ს ლიდერს ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესების ხაზგასმა სურს.