ბაიდენი მოლაპარაკებებზე: სანქციებს შევინარჩუნებთ, კიევის შეიარაღებას ვაგრძელებთ
პრეზიდენტი ბაიდენი, სტამბოლში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შედეგებს გამოეხმაურა.
მოლაპარაკებებზე მიღწეული შესაძლო პროგრესის შესახებ გავრცელებული ცნობები, აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა დასავლელი ლიდერების მსგავსად ფრთხილად შეაფასა.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ დააკვირდება თუ რამდენად შეასრულებს რუსეთი თავისივე წინადადებებს და შეთანხმების შემთხვევაში მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს.
"ხოლო მანამდე შევინარჩუნებთ მძლავრ სანქციებს და გავარგძელებთ უკრაინელი სამხედროების მომარაგებას მათი თავდაცვის საშუალებებით",- განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დოლმაბაღჩეში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.
უკრაინის მიერ რუსეთისთვის წარდგენილ წინადადებების შესახებ უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.