ბაიდენის მრჩეველი: საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო მეტად შეუძლიათ
თეთრ სახლში ახლო აღმოსავლეთის საკითხების კურატორი ბრეტ მაკგერკი მიიჩნევს, რომ საუდის არაბეთს და საამიროებს ნავთობის წარმოების გაზრდა უფრო დიდი მოცულობით შეუძლიათ, წერს გამოცემა Axios-ი.
ენერგომატარებლებზე მზარდი ფასის გამო აშშ მოკავშირე ქვეყნებს ნავთობის ექსპორტის გაზრდისკენ მოუწოდებს.
ნავთობი ორი კვირის წინ ჯო ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა იყო.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი მუჰამად ბინ სალმანი აცხადებს, რომ სამეფომ მოპოვები მაქსიმუმს (13 მილიონი ბარელი დღეში) უკვე მიაღწია და უფრო მეტი ნავთობის წარმოების რესურსი არ აქვს.
მაკგერკმა „საკვანძო“ უწოდა ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყნების შეხვედრას (OPEC+), რომელიც სამ აგვისტოსაა ჩანიშნული.
ენერგეტიკულ წიაღისეულზე ფასების რეკორდული მატება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას მოჰყვა, რის შედეგადაც კრემლი მასშტაბური საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა.
28 ივლისს ბრენტის მარკის ბარელი ნავთობი ბაზარზე 103 დოლარად ივაჭრებოდა.