ბაიდენმა და ტრამპმა მიჩიგანის შტატში შიდაპარტიული პრაიმერი მოიგეს
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიჩიგანში დემოკრატიული პარტიის პრაიმერისში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ბიულეტენების 99%-ის დათვლის შემდეგ, სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა ხმების 81.1% მიიღო.
ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
ბაიდენის კონკურენტმა, პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა დინ ფილიპსის 3% მიიღო, მწერალმა მარიან უილიამსონმა - 2.7%.
ამავდროულად, 100 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა (13.3%) მისცა ხმა, როგორც "გადაუწყვეტელმა." ამ მოსაზრების დაფიქსირება მიჩიგანელმა დემოკრატებმა ისრაელის მიმართ ბაიდენის პოლიტიკის გასაპროტესტებლად გადაწყვიტეს. პარტიის პროგრესისტული და მემარცხენე ფრთა დემოკრატ პრეზიდენტს პრო-ისრაელი პოზიციების და ცეცხლის შეწყვეტისთვის არასაკმარისი ქმედებებისთვის აკრიტიკებს.
იმავე დღეს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა მიჩიგანის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიში. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად მისი შედეგი 68.2%-ია, ხოლო მისმა ერთადერთმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ 26.5% მიიღო.
მიჩიგანი - მერყევი შტატი
მიჩიგანი ეგრეთ წოდებული მერყევი (Swing) შტატია, რომელიც სხვადსხვა საპრეზიდენტო არჩევნებზე ზოგჯერ დემოკრატ კანდიდატს უჭერს მხარს და ზოგჯერ რესპუბლიკელს. ასეთ შტატებში არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს თამაშობს პრეზიდენტის არჩევაში.
რამდენიმე დღის წინ ტრამპმა პრაიმერი სამხრეთ კაროლინაში, ნიკი ჰეილის მშობლიურ შტატში, მოიგო ხოლო თებერვლის დასაწყისში მან ნევადაში გაიმარჯრვა.
რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში რამდენიმე მარცხის მიუხედავად, ნიკი ჰეილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.
ჰეილიმ კომენტარი გააკეთა მისი კონკურენტის, დონალდ ტრამპის მიერ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მიღების პერსპექტივაზე და ასეთ სცენარს შეერთებული შტატებისთვის "თვითმკვლელობა" უწოდა.
"ეს (საპრეზიდენტო კამპანია - რედ.) შეიძლება იყოს ტრამპის გადარჩენის გზა, რათა გადაიხადოს სამართლებრივი ხარჯები და თავი დააღწიოს სამართლებრივ საფრთხეს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნისთვის თვითმკვლელობას ჰგავს," - ხაზგასმით აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ჰეილიმ პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მინიმუმ 5 მარტამდე, სუპერ სამშაბათის პრაიმერამდე იბრძოლებს.
მან ასევე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული გახდეს ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.