ბატალიონი ვასტოკი: მოვიგერიეთ 5 შეტევა, ლიკვიდირებულია 57 ოკუპანტი
ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ვასტოკი" გასული დღე-ღამის განმავლობაში მათი პასუხისმგებლობის ზონაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურ კრებსს აქვეყნებს.
ბატალიონის ცნობით, 29 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 5 შეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა ორივე მათგანისგან დაჯგუფებამ თავი წარმატებით დაიცვა.
ეფექტური მოქმედებების შედეგად განადგურებულია: 57 ოკუპანტი, 1 ტანკი, 12 ერთეული ჯავშანტექნიკა, 6 საარტილერიო დანადგარი და 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
ცოტა ხნით ადრე გავრცელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების კრებსიც, რომლის მიხედვითად დონბასში უკრაინის არმიამ ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერია.
ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.
29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან.
იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი.