ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო

 

ბელგიაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკ ვანდენბრუკემ ოთხშაბათს, ბელგიურ ტელევიზია VRT-სთან ინტერვიუში განაცხადა:

"რიცხვები საგანგაშოა. ცხადად ჩანს, რომ მეოთხე ტალღა გვაქვს. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ ახალი შემთხვევების ძალიან მკვეთრ ზრდას ვნახავთ უახლოეს დღეებში. სამწუხაროდ, გაიზრდება საავადმყოფოებისადმი მიმართვიანობაც."

ვანდენბრუკემ კოვიდ უსაფრთხოების ბარათების გამოყენების გაფართოებაზეც ისაუბრა და საჯარო ადგილებში სავალდებულო პირბადეების ტარება დააანონსა. ეპიდემიოლოგიურად დამატებითი საფრთხეა გრიპის სეზონიც.

მან ასევე დასძინა, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო შობამდე გახდება.

ბოლო 7 დღეში ბელგიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 53%-ით გაიზარდა.

29 ოქტომბერს ბელგიის მთავრობა შეიკრიბება, რათა გადაწყვიტოს დამატებით უნდა შემცირდეს თუ არა კორონავირუსის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები.

 

 

 

მსგავსი სიახლეები