ბლინკენი: აშშ უკრაინას $368 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით თითქმის $368 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ 9 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Twitter-ზე განაცხადა.
"ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ამერიკის შეერთებული შტატები 368 მილიონ აშშ დოლარის დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, რათა დაეხმაროს უკრაინაში მცხოვრებ ადამიანებსა და ლტოლვილებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყანა უსაფრთხოების საძიებლად რუსეთის სასტიკი აგრესიის დროს", - დაწერა სახელმწიფო მდივანმა.