ბლინკენი ისრაელში მეორედ ჩასვლას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ექვს არაბულ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ, ისრაელში დაბრუნებას გეგმავს.

ამის შესახებ The Washington Post წერს.

ბლინკენის მეორე ვიზიტი ისრაელში ორშაბათს, კაიროში მისი ვიზიტის შემდეგ შედგება.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი თელ-ავივში "ისრაელის ოფიციალურ პირებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის" ბრუნდება. მილერმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა.

ბლინკენი ასევე შეხვდა საუდის არაბეთის პრინცს და პრემიერ-მინისტრს მუჰამედ ბინ სალმანს.

მანამდე ის ისრაელს 12 ოქტომბერს ეწვია და ისრაელის პრემიერ-მინისტრს ვაშინგტონის მხარდაჭერა აღუთქვა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრები გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელ მაჰმუდ აბასთან.

მსგავსი სიახლეები