ბლინკენი რუსებს: უკრაინა არ არის თქვენი ქვეყანა, მისი მარცვლეული არ არის თქვენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინდონეზიაში G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დახურულ ნაწილში მოუწოდა რუსეთის დელეგაციას განებლოკაT სურსათის ექსპორტი უკრაინის საზღვაო პორტებიდან. ამის შესახებ Washington Post 8 ივლისს დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით წერდა.

ბლინკენმა ღონისძიების დროს რუსებს მიმართა და თქვა, რომ "უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის" და "მისი მარცვლეული არ არის თქვენი მარცვლეული".

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვაო ნავსადგურების ბლოკირებაზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ "უნდა დაუშვას მარცვლეულის ექსპორტი".

ბლინკენის განცხადების დროს დარბაზში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ იმყოფებოდა - მან ორივე პლენარული სხდომა დატოვა, როცა მისმა დასავლელმა კოლეგებმა გამოსვლები დაიწყეს.

ინდონეზიის ქალაქ ბალიში 7-8 ივლისს G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.

 

 

მსგავსი სიახლეები