ბლინკენის ვიზიტი მოლდოვაში - ძირითადი გზავნილები (France 24)
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა
გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ფრაგმენტებს, მისი გამოსვლიდან:
- მოლდოვა მსოფლიოსგან მადლობას იმსახურებს
- აშშ აქტიურად მუშაობს პოლონეთთან, რომ საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას გადაეცეს
- მხარს უჭერს მოლდოვის ევროინტეგრაციას, მაგრამ ეს პროცესი თავად მოლდოვასა და ევროპული კავშირის წევრებზეა დამოკიდებული
- ენერგეტიკის როლი უმნიშვნელოვანესია მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაში
- აშშ ინვესტირებას გააკეთებს მოლდოვის ენერგეტიკულ სექტორში
სახელმწიფო მდივანი გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პოლონეთის საზღვართან შეხვდა და იგი კვლავ აპირებს ევროპაში შეხვედრების გაგრძელებას.