Bloomberg: უკრაინამ მოკავშირეებს ჭურვების კრიტიკული უკმარისობის შესახებ აცნობა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროპელ მოკავშირეებს აცნობა, რომ ამჟამად რუსეთის არმია უკრაინაზე 3-ჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს ისვრის. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, საარტილერიო ჭურვების კრიტიკული უკმარისობის შესახებ უმეროვი ევროპელი კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში საუბრობს. ამ წერილის მიხედვით, უკრაინის არმია თითქმის 1500-კილომეტრიანი ფრონტის სიგრძეზე დღეში დაახლოებით 2 ათას საარტილერიო ჭურვს ისვრის, რაც რუსეთის მაჩვენებლებზე ჯერადად ნაკლებია. 

უმეროვი ევროპელ კოლეგებს სთხოვს რაც შეიძლება სწრაფად გაზარდონ საარტილერიო ჭურვების წარმოების მოცულობა. 

კონტექსტი

გასული წლის იანვარში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 1 მილიონი საარტილერიო ჭურვის გადაცემის შესახებ, თუმცა ევროგაერთიანებამ გეგმა ვერ შეასრულა. 

2023 წელს უკრაინამ ევროპელი პარტრნიორებისგან დაახლობით ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი მიიღო. მიმდინარე კვირაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების სამიტზე განაცხადეს, რომ მილიონი ჭურვის გადაცემის გეგმა 2024 წლის ბოლომდე შესრულდება, ხოლო მომდევნო 2025 წელს ჭურვების წარმოება გეგმის მიხედვით გაორმაგდება. 

წყაროს ცნობით, უმეროვის წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინას ყოველთვიურად მინიმუმ 155 მილიმეტრი კალიბრის 200 ათასი ჭურვი სჭირდება, ანუ წელიწადში 2.4 მილიონი. 

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიონ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს და გარდა ამისა ჩრდილოეთ კორეისგან გასულ შემოდგომაზე დამატებით მილიონი ჭურვი მიიღო. 

მსგავსი სიახლეები