ბოლო 3 წლის მანძილზე პუტინის საახალწლო მიმართვას რეკორდულად ცოტა რუსმა ნახა

ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტის საახალწლო მიმართვას რეკორდულად ცოტა რუსმა უყურა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი РБК ავრცელებს. 

სატელევიზიო რეიტინგების გამზომი კომპანია Mediascope-ის მონაცემებით, პუტინის მიმართავს სულ მოსახლეობის 44.6%-მა უყურა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ 2018 და 2019 წლებში დაფიქსირდა. საყურადღებაო ისიც, რომ კვლევა მხოლოდ რუსეთის იმ ქალაქებში ჩატარდა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასს აღემატება. 

კონტექსტი 

ვლადიმირ პუტინის ბოლო საახალწლო მიმართვა უჩვეულო ფორმატის იყო - ამჯერად რუსეთის პრეზიდენტი კადრში მარტო არ ყოფილა, როგორც ეს ადრე ხდებოდა. 

კრემლის ვერსიით 31 დეკემბერს პუტინმა ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი მოინახულა - მიმართვის დროს პუტინის უკან რუსი სამხედროები იდგნენ. მალევე სოციალურ ქსელებში და რუსული დეზინფორმაციის შემსწავლელ წრეებში გავრცელდა ქალის ფოტოები, რომელიც პუტინისგან მარცხნივ იდგა. 

ეს ქალი წლების განმავლობაში ხშირად სჩანს პუტინის "საჯარო ფოტოეტბზე" და ყოველ ჯერზე სხვადასხვა ამპლუაში. 

ახალი წლის ღამეს უკრაინა მასიურად იბომბებოდა, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 

მსგავსი სიახლეები