სანქცირებული რუსული ნავთობის ოფშორული იმპორტი 54%-ით შემცირდა - Bloomberg
რუსული ნავთობის ოფშორულ იმპორტზე ევროკავშირის სანქციების დაწესების პირველ სრულ კვირაში მისი იმპორტი 54%-ით შემცირდა. ამ ინფორმაციას 20 დეკემბერს Bloomberg ავრცელებს.
5 დეკემბერს რუსულ ნავთობზე დადგენილი მაქსიმალური ფასი, ბარელზე 60 დოლარი ამოქმედდა, რომელიც ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა დააწესეს.
Bloomberg-ის ცნობით, რუსული ნავთობის იმპორტის მთლიანი მოცულობა დღეში 1.86 მლნ ბარელით შემცირდა და 1.6 მლნ ბარელი შეადგინა.
გამოცემის ცნობით, ოთხკვირიანი საშუალო მაჩვენებელი ერთწლიან მინიმუმამდე დაეცა.
კერძოდ, ტანკერების მფლობელები აბრუნებენ თავიანთ გემებს, რომლებიც ციმბირიდან რუსული ნავთობით წყნარი ოკეანის პორტებში უნდა დატვირთულიყო.
სააგენტო ხაზს უსვამს, რომ მონაცემები სიფრთხილით უნდა დამუშავდეს, რადგან ყოველკვირეული მაჩვენებლები დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის, გადაზიდვის გრაფიკის დროზე და ამინდზე.