ბრიტანელი დეპუტატის მკვლელი დაკავებულია

 

კონსერვატორი დეპუტატის, დევიდ ამესის მკვლელობისთვის 25 წლის კაცს ბრალი წარუდგინეს.

ამესი წინა პარასკევს დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით დაიღუპა.

დაკავებული ალი ჰარბი ალი სომალური წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქეა. ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევის შემდეგ მალევე დააკავეს. მას ბრალი მკვლელობისა და ტერორისტული აქტის მომზადებისთვის წაუყენეს.

ბრიტანეთის კონტრ-ტერორისტული დივიზიის მეთაურმა ნიკ პრაისმა განაცხადა, რომ მკვლელობას რელიგიური და იდეოლოგიური მოტივი ჰქონდა და მკვლელს ტერორისტული კავშირები გააჩნია.

ამესი ბრიტანეთის პარლამენტის წევრად პირველად 1983 წელს აირჩიეს და ის ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებზე ზრუნვით იყო ცნობილი.

5 წლის წინ ბრიტანეთის პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ლეიბორისტი ჯო კოქსი მოკლეს, ამიტომ საზოგადოებაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ითხოვს დეპუტატების უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას.

 

 

 

მსგავსი სიახლეები